კრიმინალი

ყალბი 3 000 დოლარის გასაღებისთვის, ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფიზიკურ პირზე ყალბი ფული - 3 000 აშშ დოლარი გაასაღა.

”საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 30 ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, - აცხადებს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები