თავდაცვის სამინისტრო

ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედროს 625-ლარიანი პრემია მისცეს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირები დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მათ უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ.

  • ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე (1374 ჯარისკაცი) 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.
  • 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა.
  • 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდა.
  • 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს.
  • საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურეს გადასცეს, ხოლო მადლობის სიგელი - 42 სამოქალაქო პირს.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს.

კომენტარები