ცხოველთა უფლებები

ორწლიანი დავა მაკაკას სელფის საავტორო უფლებებზე დასრულდა

ნარუტოს ცნობილი სელფი
დევიდ სლეთერი

ფოტოგრაფი დევით სლეთერი ცხოველების უფლებადამცველების წინააღმდეგ ორ-წლიან სასამართლო დავაში იყო ჩართული, ცნობილი "მაიმუნის სელფის" გამო. 

მაკაკამ, სახელად ნარუტო, 2011 წელს ინდონეზიის ჯუნგლებში ფოტოგრაფ სლეთერს ფოტოკამერა გამოართვა და სელფი გადაიღო. 

აშშ-ის სასამართლომ განაცხადა, რომ მაიმუნის საავტორო უფლებები ვერ იქნებოდა დაცული, თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ განაცხადა, რომ ცხოველმა სარგებელი უნდა მიიღოს.

PETA-ს მოთხოვნა სასამართლომ უარყო, თუმცა სლეთერი დათანხმდა იმაზე, რომ ამ ფოტოს შედეგად მიღებული ყოველი მომდევნო ანაზღაურებიდან 25%-ს გადარიცხავს ფონდში, რომელიც "მაკაკა ნარუტოს კეთილდღეობისა თუ საცხოვრებელი ადგილის დაცვისთვის" შეიქმნა.

"PETA-ს ინოვაციური სასამართლო დავის შესახებ საერთაშორისო დისკუსიებზე განიხილებენ. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ცხოველების ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლა,"- ამბობს ორგანიზაციის ადვოკატი ჯეფ კერი. 

ფოტოგრაფი, თავის მხრივ, ამბობს, რომ მან ბევრი შრომა ჩადო ამ ფოტოში, რაც საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ საავტორო უფლებები ჰქონოდა. ამასთან, დაამატა, რომ ის კონსერვაციონისტია და აღნიშნული ფოტო უკვე დაეხმარა ცხოველებს ინდონეზიაში. 

საქმე სასამართლოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც "ნარუტო დევიდ სლეთერის წინააღმდეგ", თუმცა მაიმუნის იდენტობა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის თემა, როდესაც PETA ამტკიცებდა, რომ ის მდედრია, სლეთერი კი ამბობდა, რომ ნარუტო სხვა სახეობის მამრი მაკაკაა. 

კომენტარები