ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე იქნება

ლაშა კომახიძე
აჭარის რესპუბლიკის მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ქართული ოცნების აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. 

მმართველი გუნდის ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე იქნება, რომელიც 2016 წლის 18 ივლისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა. 

ქობულეთში ქართული ოცნების წარმომადგენელი მირიან ქათამაძე, ქედაში ლევან გორგილაძე, შუახევში ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში კი გოჩა მელაძე იქნებიან. 

კვირიკაშვილის თქმით, ქართული ოცნება ამ ადამიანს "სრულ ნდობას უცხადებს". პრემიერი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები