ბიბლუსი

ბიბლუსი: დროშა, რომელზედაც აფხაზეთი არ არის დატანილი, მომწოდებელმა შემოგვაპარა

www.facebook.com/mchedlidzenini

მაღაზია ბიბლუსი მის ქსელში გაყიდულ სუვენირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიბლუსში იყიდება სუვენირი - საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი. ბიბლუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია და მიმწოდებელმა რამდენიმე ხარვეზიანი სუვენირი მიიტანა მაღაზიაში, რის შესახებაც ბიბლუს ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმეცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი. საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე.“ - წერია ბიბლუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები