11 სექტემბერს, თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

დღეს, 11 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის და ჯავახეთის შესახვევის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

09:30 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. ზურგოვანის, სოფ. დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გვიმრაძის, კოსტავას, საბურთალოს, პანკისის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, გაბაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს, მუშათა, ძმობის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას და უიარაღოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და გუდაუთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ვეძათხევის, ლოჭინის, არაგვისპირელის და ადიგენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და V მიკრორაიონების, მუხიანის IVა მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები