მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ საზღვარი დანაღმულია

Reuters

სააკაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვარს შორის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება, უკრაინის საზღვარი გადაკეტილია და ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სააკაშვილსა და მის თანმხლებ პირებს განუცხადა, რომ საზღვარი დანაღმულია. საზღვარზე არავის არ უშვებენ. 

სააკაშვილი უკრაინაში შესლვას მატარებლით გეგმავდა, თუმცა პერემიშლის სადგურზე უკრაინის მოთხოვნის გამო მატარებელი ორ საათზე მეტი დროით იყო გაჩერებული, რის გამოც სააკაშვილმა მატარებლის დატოვების და საზღვართან ავტობუსით მისვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას თავდაპირველად კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტიდან ავტობუსით გეგმავდა, თუმცა შემდგომში მან ქვეყანაში შესვლა მატარებლით გადაწყვიტა. იმის გამო რომ მატარებელს დაძვრის უფლება არ მისცეს სააკაშვილმა ისევ ავტობუსში გადაინაცვლა. 

კომენტარები