მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინა უარყოფს, რომ მატარებელი გააჩერეს, ეს არის სამარცხვინო

afp

მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, ჯერ კიდევ პოლონეთში პერემიშლის ბაქანზე დგას. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მატარებელი მათ გააჩერეს.

"მათ თქვეს რომ შსს-ს არ გაუჩერებია მატარებელი, არ არის პასუხისმგებელი პირი, ხალხი კი იტანჯება. გამოაგზავნეს პროვოკატორები, ეს არის სამარცხვინო. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ატარებს პეტრო პოროშენკო", - ამბობს სააკაშვილი.

მგზავრების ნაწილმა მატარებელი დატოვეს და ისინი უკრაინამდე გზას ავტობუსებით გააგრძელებენ, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ მატარებელში რჩება და მის დატოვებას არ აპირებს. 

სააკაშვილი საზღვრის გადაკვეთას იულია ტიმოშენკოსთან და ევროპარლამენტარ სარიუშ ვოლსკისთან ერთად გეგმავს.

მატარებლის გაჩერებიდან მალევე ერვოპარლამენტარისარიუშ ვოლსკი საკითხის გარკვევას პოლონურ მხარესთან ცდილობდა და განაცხადა, რომ მატარებელი დაიძვრებოდა, თუმცა, ის ამ დრომდე სადგურში დგას.

კომენტარები