რუსეთი

ჟურნალისტმა იულია ლატინინამ რუსეთი დატოვა, უცნობმა პირებმა მისი ავტომობილი დაწვეს

ren.ru

ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ რუსეთი დატივა. რადიო "Эхо Москва"-სთან ინტერვიუში ლატინინა ამბობს, რომ მან ქვეყნიდან წავსლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რად დაუდგენელმა პირებმა მის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. 

"საკმაოდ შეშინებული ვარ, პირები ვინც ცეცხლი გააჩინა ადამიანის მკვლელობაზეც არ დაიხევდნენ უკან. ცეცხლის ჩასაქრობას 79 წლის მამაჩემი ცდილობდა, მას გაუმართლა, რომ ბენზინის ავზი არ აფეთქდა, თორემ მომხდარი ბევრად ტრაგიკულად დასრულდებოდა", - ამბობს ლატინინა.

Но́вая газе́та და Эхо Москвы-ის ჟურნალისტის ავტომობილს 3 სექტემბერს ღამით წაუკიდეს ცეცხლი. ეს ლატინინას დაშინების პირველი მცდელობა არ ყოფილა, ივლისის შუა რიცხვებში მას დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინ არაა.

4 სექტემბერს რუსეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ავტომობილის დაწვის მცდელობა ხულიგონობის შემთხვევითი გამოვლინება არაა და ის ლატინინას ჟუნრალისტური საქმიანობის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

კომენტარები