საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. 2010-2012 წლებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მისი ყოფილი მოსწავლეები პედოფილიაში ადანაშაულებენ.
ზაიზენბახერი კიევში, საკუთარ ბინაში ერთი თვის წინ დააკავეს. მისი გათავისუფლების მიუხედავად ავსტრია ზაიზენბახერის ექსტრადირებს ითხოვს.
ავსტრიის მოქალაქე ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში შარშან ოქტომბერში წაუყენეს. საქმე 1999 და 2001 წელს მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც პეტერ ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.
ავსტრიელი ძიუდოისტი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.