ხვალ, 9 სექტემბერს, თბილისის ორი რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება დიდუბის და მთაწმინდის ნაწილს. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ბაქრაძის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





