დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის შესახვევის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, სამგორის V ჩიხის, გეთიას, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, ლეხ-კაჩინსკის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმ. ბარბარეს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის და წმ.ბარბარე (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება შინდისის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანა პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხვედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





