კრიმინალი

პიქსელის შენობასთან დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მამაკაცის - სტაბილური

ტაბულა

გუშინ, 6 სექტემბერს, პიქსელის შენობასთან დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ტაბულას რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს.

"მამაკაცის მდომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკა აღენიშნება. რაც შეეხება ქალს, ის რეანიმაციაშია, მართვით სუნთვაზე. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. ორივე რეანიმაციაში რჩება, თუმცა მამაკაცი შეიძლება გადავიყვანოთ დღეს პალატაში", - ამბობენ პრესსამსახურში.

ვაკეში, პიქსელის შენობასთან, მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი არიან. 

როგორც თვითმხილველმა ტაბულას უთხრა, მამაკაცმა ქალს ზურგში რამდენჯერმე დაარტყა დანა, შემდეგ კი ყელი გამოიჭრა. მისივე ინფორმაციით, ქალი შენობის დაცვის თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19 - 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები