ევრობასკეტი 2017

შიო ხეცურიანი: მიუხედავად ტრავმისა, ცინცაძე გადის მოედანზე და რაც შეუძლია აკეთებს

ვეტერანმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა გიორგი ცინცაძის ტრავმისა და ისრაელთან მისი ჩატარებული გუშინდელი თამაშის შესახებ საკუთარ Facebook-ზე დაწერა:

"ეს არის გიორგი ცინცაძის "ბუ"-ს ფეხი 3 სექტემბერს. მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა, "ბუ" გადის მოედანზე და რაც შეუძლია, აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელს და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებების ერთერთ მთავარ შემომქმედს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა. "ბუ" მადლობა!!!ვამაყობთ შენით მეც და ძალიან ბევრი საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი!!! წარმატებები ბიჭებს იტალიასთან! Lets Go Georgia. #GNT"- წერს ხეცურიანი.


ფოტო: facebook.com/shio.khetsuriani

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ოვერტაიმში, ანგარიშით 104:91 დაამრცხა. დღეს საქართველო 19:30-ზე ჯგუფის ბოლო თამაშს იტალიასთან გამართავს.

კომენტარები