ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
09 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, სხვიტორის, რევოლუციის, ბარისახოს, ტრაპაიძის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, გამსახურდიას, პეკინის, ბოლქვაძის, კოსტავას, ჩიქოვანის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, ქარელის, ნატახტარის, ბზვანელის, ბაკურციხის, ტუსკიას და წინაუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





