მოდა

კიდევ ერთი კრიმინალი, რომელიც მოდელი გახდა

გახსოვთ ჯერემი მიკსი? ბიჭი, რომელიც ერთხელ მსოფლიომ "სამყაროს ყველაზე სექსუალურ კრიმინალად" მიიჩნია. 33 წლის მიკსის დაკავებისას გადაღებულმა ფოტომ, რომელიც სტოკონის პოლიციის დეპარტამენტმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, რამდენიმე წლის წლის წინ ინტერნეტი ვირუსულად დაიპყრო. 

როგორც უკვე იცით, ის ციხიდან გამოუშვეს და ამჟამად მოდელია და 2017 წლის მაისში დიზაინერების კანის ფესტივალზეც მიიღო მონაწილეობა. 

Thank you Philipp plein for an amazing show and Cannes experience !!!

A post shared by JEREMY MEEKS (@jmeeksofficial) on

თუმცა, შესაძლოა, ჯერემი მიკსს სულ მალე ყველაზე სექსუალური სისხლის სამართლის დამნაშავის სტატუსი ჩამოერთვას. დიახ, ჰორიზონტზე კიდევ ერთი სიმპათიური გამოჩნდა. მეხი ალანტე წარმოშვების ჩრდილოეთ კაროლინადანაა და ის 2016 წელს ქურდობისთვის დააკავეს. მისი დაკავებისას გადაღებული ფოტო ისეთივე ვირუსული გახდა ინტერნეტში, როგორიც ჯერემი მიკსის, რის შემდეგაც მას ატლანტაში დაარსებული სააგენტო St. Claire Modeling დაუკავშირდა და კონტრაქტი შესთავაზა.

 



მხოლოდ ერთი შეხედვაც კმარა, რომ მივხვდეთ, რატომ გახდა მისი დაკავებისას გადაღებული ფოტო ასეთი პოპულარული. მას ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს, რასაც იწვევს მისი სხვადასხვა ფერის თვალები. ის უკვე დაემატა იმ მოდელების სიას, რომელიც ნიუ იორკში გამართულ მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას. 

"მე მისი დაკავების ფოტო შარშან ვნახე. მისი გარეგნობა ექსტრაორდინალურია. მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან საინტერესო იქნებოდა, უბრალოდ, არ ვიცოდი, ვინ იყო. ცოტა ხანში ის ინსტაგრამზე ვიპოვე,"- ამბობს სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი. 

სანამ სამოდელო სამყაროში შეაბიჯებდა, მას რამდენიმე სატესტო ფოტო გადაუღეს, რომელიც ცხადყოფს, რომ ის ამ საქმისთვის არის დაბადებული. თუ არ გჯერათ, თავად იხილეთ. 

კომენტარები