გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, თურქეთი ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს. ამის შესახებ მერკელმა მარტინ შულცთან გამართულ წინასაარჩევნო დებატებისას განაცხადა.
“ფაქტი არის ნათელი, რომ თურქეთი არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. მე გავესაუბრები ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით და მივაღწევთ შეთანხმებას” - განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, ბერლინმა სათანადოდ უნდა გასცეს პასუხი თურქეთს თავისი მოქალაქეების დაკავების გამო.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ბოიკოიტი გამოუცხადონ მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებში.
გერმანიაში ფედერალური არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.





