ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

"ერთობა - ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება

გიორგი ვაშაძე/fb.com

"ერთობა - ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. მისი საარჩევნო სლოგანია „საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის“.

ჯერჯერობით უცნობია, რა ნომრით მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ერთობა „ახალი საქართველო”. გიორგი ვაშაძის თქმით, ცესკოს მიმართეს თხოვნით, რომ საარჩევნოდ #7 მიენიჭებინათ პარტიისთვის, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

თვითმმართველობის არჩევნების წინ 4 ოპოზიციური პარტია - ახალი საქართველო, ახალი ერთობა, ევროპელი დემოკრატები და სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - ერთი თვის წინ გაერთიანდა.

კომენტარები