ხანძარი

შსს: მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

Sofia Davidova/Fb.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციისა და პრევენციული ღონისძიებისთვის, ქრობის პროცესში შსს-ს ვერტმფრენი მაინც ჩაერთვება.

„ვერტმფრენმა უკვე აიღო წყალი და ხანძრის კერას გადაუფრენს. ლოკალიზაცია გვაქვს, თუმცა, პრევენციული ღონისძიებისთვის ავიაციას მაინც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავენ შსს-ში.

შეტყობინება, რომ მთაწმინდის ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, 112-ში ორი საათის წინ შევიდა.

მთაწმინდაზე ხანძარი 8 აგვისტოსაც გაჩნდა, მაშინ ორი ჰექტარის ფართობის მწვანე ნარგავები დაიწვა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები