ხანძარი ახალციხეში

შსს: აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შსს

შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. 

"ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხეში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა. ქარისა და ადგილის მიდგომლობის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.

კომენტარები