ავიაცია

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი

wikimedia

2017 წლის პირველ ნახევარში ქართულმა და უცხოურმა ავიაკომპანიებმა სულ 1.56 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირველ ადგილზე Turkish Airlines-ია. კომპანია აღნიშნულ პერიოდში 198 ათას მგზავრს მოემსახურა, რითიც მას ბაზრის 12% უჭირავს. 146 ათასი მგზავრით მეორე ადგილზე უკრაინის ავიახაზებია. ავიაკომპანიების პირველ ათეულში ძირითადად ბიუჯეტური გადამყვანები მოხვდნენ, მაგალითად Fly Dubai, Pegasus და სხვა. პირველ ათეულში ვერ მოხვდა Lufthansa, რომელმაც წლის პირველ ექვს თვეში 37 ათასი მგზავრი გადაიყვანა.

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების პირველი ათეული გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით:

10 El Al - 50 361 მგზავრი, ბაზრის წილი 3%


ფოტო: Reuters

9 კატარის ავიახაზები - 53 214 მგზავრი, ბაზრის წილი 3%


ფოტო: qatar airways

8 Pegasus - 59 038 მგზავრი, ბაზრის წილი 4%


ფოტო: pegasus

7 ციმბირის ავიახაზები - 75 472 მგზავრი, ბაზრის წილი 5%


ფოტო: siberia

6 აეროფლოტი - 96 667 მგზავრი, ბაზრის წილი 6%


ფოტო: rt.com

5 Fly Dubai - 97 500 მგზავრი, ბაზრის წილი 6%


ფოტო: FlyDubai

4 Wizzair - 134 354 მგზავრი, ბაზრის წილი 9%


ფოტო: wizzair

3 აირზენა - 143 327 მგზავრი, ბაზრის წილი 9%


ფოტო: flickr.com/photos/picturejohn64

2 უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები - 146 699 მგზავრი, ბაზრის წილი 9%


ფოტო: uia

1 Turkish Airlines - 198 542 მგზავრი, ბაზრის წილი 12%


ფოტო: independent.co.uk

ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები