სტიქიური უბედურება

ჰარვის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, ქარიშხალი ლუიზიანასკენ მიიწევს

დატობრილი ჰიუსტონი
Reuters

ბოლო მონაცემებით, სტიქიას ტეხასში 18 ადამიანი ემსხვერპლა.

რეკორდული მასშტაბების ტორპიკულმა შტორმმა ტეხასის თავზე ექვსი დღის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთ ლუიზიანსკენ გადაინაცვლა. ათასობით მოქალაქემ ევაკუაციის ბრძანება მიიღო.

ჰიუსტონის მერმა განაცხადა რომ ზარალს ჯერ არ ითვლიან და მოსახლეობის გადარჩენაზე არიან კონცენტრირებულები. ზოგიერთი ვარაუდით ზარალი ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს და ამერიკის ისტორიაში ბინებრივ კატასტროფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

გარდაცვლილია 18 ადამიანი, ათობით ათასი მოქალაქე კი იძულებული გახდა სახლები მიეტოვებინათ. ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტმა 3.500-მდე ადამიანი გადაარჩინა წყალდიდობას.

ოფიციალური ინფორმაციით, არსებული შიში, რომ წყალსაცავები გადაივსებოდა უსაფუძვლოა. ქალაქში დილის ხუთი საათიდან იმოქმედებს კომენდანტის საათი მიტოვებული საკუთრებების წინააღმდეგ პოტენციური კრიმინალური აქტების აღსაკვეთად.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან ერთად უკვე ეწვია ტეხასს და შაბათს კვლავ გეგმავს სტიქიის ზონაში დაბრუნებას. პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა შეკრებილი ხალხის რაოდენობაზე და განაცხადა, რომ „ჩვენ მივულოცავთ ერთმანეთს როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება.“ მისი თქმით ის კმაყოფილია საპასუხო რეაქციით თუმცა გამარჯვების ზეიმი ნაადრევად მიაჩნია.

კომენტარები