დემირელის სკოლა

სამინისტრო: რამდენიმე სკოლა მზადაა, მიიღოს დემირელის მოსწავლეები და მასწავლებლები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, რამდენიმე კერძო სკოლასთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

"დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები და ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯიდან მოსწავლეები და მასწავლებლები და გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს ვადაში იქნება ცნობილი." - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ასათიანი. 

დემირელის კერძო კოლეჯი იხურება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. საბჭომ გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო.

კომენტარები