30 აგვისტოს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ, 30 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალანდაძის, გორგასალის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX და X კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის დასახლების და გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და დოდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, გლდანის VIII მიკრორაიონის, ჯანჯაღავას (ნაწილობრივ) და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები