სოფელ ეწერთან ამ დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, ავარიის შედეგად მძიმედ არავი დაშავებულა, რამდენიმე მგზავრი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





