ხანძარი

შს მინისტრი: სვირში ცეცხლის ჩასაქრობად დილიდან ვერტმფრენი იმუშავებს

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთვება. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, ასევე დილით გააგრძელებენ მუშაობას მეხანძრე-მაშველები. 

”ხანძარი დიდ ფართობზე გავრცელებული არ არის, ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერია, უბრალოდ ტერიტორია არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი და ტექნიკას უჭირს მიახლოება. დილის 7 საათიდან, როგორც კი გათენდება, ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთვება. ვერტმფრენი იქნება ადგილზე, გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა, 200 კაცის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს" - თქვა მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, სვირში დამწვარია ნახევარ ჰექტრამდე და ცეცხლი განელებულია. 

”ღამით ცოცხალი ძალის იქ ყოფნა საკმაოდ საშიშია. არის ციცაბო ფერდობი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ადგილზე ცოცხალი ძალა არ დავტოვოთ, რადგან ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ჰექტრობით დამწვარი ტყე”, - აღნიშნა მღებრიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

ახალციხეში, სვირის ტყეში ხანძარი დღეს გაჩნდა.

კომენტარები