ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ელისაშვილი: ხელისუფლება უნიჭო ტყუილებს დგამს, ენმ ხელმოწერებს არ მიგროვებს

netgazeti.ge

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას „დეზინფორმაციისა და სიბინძურის კამპანიაში“ ადანაშაულებს. ელისაშვილის განცხადებით, Facebook-ში შეიქმნა ყალბი გვერდები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მას ხელმოწერების შეგროვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეხმარება. ელისაშვილის თქმით, ხელმოწერებს მხოლოდ მისი მხარდამჭერი მოხალისეები და შტაბის წევრები უგროვებენ.

"უკვე ყველანაირ ზღვარს გადაცდნენ. გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ვითომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები ვითომ ჩემ მხარდასაჭერად აგროვებენ ხელმოწერებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, გულდასაწყვეტად უნიჭოდ დადგმული ტყუილი. ხელმოწერებს მეტროსადგურებთან აგროვებენ მხოლოდ ჩემი მაისურიანი მოხალისები, შტაბის წევრები და სხვა არავინ" - თქვა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, 1 სექტემბრამდე, ცესკოს 9587 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. მას დახმარება ენმ-ის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა შესთავაზა, თუმცა, ალეკო ელისაშვილმა უარი თქვა.

კომენტარები