პრემიერი: შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

Giorgi Kvirikashvili/fb.com

ბორჯომის ხეობაში 6-დღიანი ხანძრის შემდეგ, ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავრცელებს ავრცელებს.

"შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას,"- აცხადებს პრემიერმინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციას ხანძრის ლიკვიდირების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს. 

კომენტარები