ავტოსაგზაო შემთხვევა

დაგორებულმა სატვირთო მანქანამ გლდანში ოცამდე ავტომობილი გაიტანა

რუსთავი 2

გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. სატვირთო მანქანა ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთოს მძღოლმა ადგილიდან მიმავლა სცადა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ დროს მძღოლმა სატვირთოზე კონტროლი დაკარგა და მან ქუჩის გასწვრივ გაჩერებული ავტომობილები გაიტანა. დაზიანებულია ოცამდე ავტომობილი. ავტომობილების გარდა დაზიანებულია სავაჭრო ობიექტიც. შსს ამ დროისთვის სატვირთოს მძღოლს ეძებს. გამოძიება ტრანსპორტის ექსპლოატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა.


ფოტო: რუსთავი 2

კომენტარები