25 აგვისტოს, თბილისის შვიდ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ, 25 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სტანისლავსკის, კვინიტაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ნუცუბიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე 30 წუთიანი ინტერვალით შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის  ჩიხის, ნადარეიშვილის და წულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, ბოჭორმის, ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის და იორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის  გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და ლებანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, მაჩხაანის, ლაითურის, ზედამზის, ჟღენტის და პიონერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, გობრონიძის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, სარაჯიშვილის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, მოსტკოვის, ენგურჰესის და ცისკარიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები