რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. სუს-ის განმარტებითვე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, „რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“. უწყების ინფორმაციით, უკვე საქმის კურსში ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“, - აცხადებენ სუს-ში. განაცხადეს სუს-ში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, გამოიყვანეს ტექნიკა და იყო სროლა, რის გამოც ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. 

კომენტარები