ხანძარი

კვირიკაშვილი ხანძარზე: მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობის მიმართულებით ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტოს საღამოს გაკეთებულ განცხადებაში, კვირიკაშვილმა თქვა, რომ მანამდე არსებული ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში კლიმატური პირობები გართულდა და ძლიერმა ქარმა რამდენიმე კერა გააძლიერა. 

კვირიკაშვილის თქმით, ახალი აპარატურაც შეიძინეს ცოცხალი ძალისთვის, რომ კერები ჩააქრონ. მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ ღამით მძიმე ტექნიკით გააგრძელებენ მუშაობას. დილით კი მუშაობა გაგრძელდება მათ შორის ავიაციის დახმარებითაც.

“ბევრი რამეა ქარზე დამოკიდებული. ხაზს ვუსვამ, რომ ამ წუთას საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით გავრცელების არ არსებობს. საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რათა გავლებული თხილების გზით მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე, რომ ის კერები ჩავაქროთ, საიდანაც გავრცელების ყველაზე დიდი საშიშროებაა. დილამდე ვიმუშავებთ", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ხანძარი დივერსიას უკავშირდებოდეს, კვირიკაშვილმა უპასუხა: "ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიების განხილვა, ჩემი საქმეა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში სტიქიის შედეგების მინიმიზება მოვახდინო".

კომენტარები