მარშანია: ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის დახმარებაზე

კიდევ ერთი რამე მინდა, საგანგებოდ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე ამას არ მეკითხებით - ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, უარი თქვა მეზობელი ქვეყნის, რუსეთის დახმარებაზე.

ნამდვილად არ არის ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება, არც პრინციპული პოზიცია, არც პატრიოტიზმია და არც ღირსების დაცვა.

მინდა შეგახსენოთ, რომ უამრავი რუსი ტურისტი და რუსეთის მოქალაქე შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში, სად არის ჩვენი პრინციპულობა, ღირსების დაცვა და პატრიოტიზმი?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია

კომენტარები