ავტოავარია

აჭარა-გურიის გზაზე მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად, 28 მგზავრი დაშავდა

metro.us

აჭარა-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად, 28 მგზავრი დაშავდა. ისინი ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები