აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელი "ჯონ მაკკეინზე" დაკარგული მეზღვაურების გვამების ნაწილები აღმოაჩინეს.
"ჯონ მაკკეინი" გუშინ, სინგაპურთან, მალაკის სრუტეში ლიბერიის დროშის ქვეშ მოძრავ ნავთობის ტანკერს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად 5 მეზღვაური დაშავდა, 10 კი დაკარგულად ითვლება.
მეზღვაურების ინტენსიური ძებნის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გემი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. დაზიანებულია გემის კიჩოს ნაწილი.