აშშ-ის სამხედრო გემი

აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელი ნავთობის ტანკერს შეეჯახა - დაკარგულია 10 მეზღვაური

Reuters

აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელი "ჯონ მაკკეინი" სინგაპურთან, მალაკის სრუტეში ლიბერიის დროშის ქვეშ მოძრავ ნავთობის ტანკერს შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად 5 მეზღვაური დაშავდა, 10 კი დაკარგულად ითვლება,. მიმდინარეობს მეზღვაურების ინტენსიური ძებნის ოპერაცია. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გემი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. დაზიანებულია გემის კიჩოს ნაწილი.

ინციდენტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

"ფიქრებით და ლოცვით ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ვარ. მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო ოპერაცია", - წერს ტრამპი Twitter-ზე.

კომენტარები