23 აგვისტოს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 23 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის და ავლაბრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის  მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის  მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის შესახვევის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები