ხანძარი

პრემიერი: ხანძრის ჩასაქრობად თურქეთი და აზერბაიჯანი დამატებით ტექნიკას მოგვაწვდის

gov.ge

საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩაერთვება.

"ყველა კერაზე, რომელზეც შემოსულია ინფორმაცია, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. აქ რაც შეეხება, ყველაზე დიდი კერა სადაც არის, საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან. ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. დილიდან მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვიერთდბა დამატებითი ტექნიკა. უკვე თანხმობა მიღებული გვაქვს თურქეთის მხრიდანაც და აზერბაიჯანის მხრიდანაც და ჩვენ ამ სტიქიას გავუმკლავდებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში, სოფელ დაბაში იმყოფება, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებისთვის პრემიერის ინიციატივით შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები