22 აგვისტოს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ, 22 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაინის I, III კვარტლების და პიკასოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ემხვარის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, ჯანაშვილის, კეკელიძის, შროშის, ქობულეთის, ქუთათელაძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები