ხანძარი

საგანგებო სიტუაციების სააგენტო: ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია, დაიწვა 5 ჰექტარი

ლაშა ბერულავა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ბორჯომის სოფელ დაბაში არსებული ხანძარი ლოკალიზებულია. მათი ინფორმაციით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია დღის ბოლომდე მოხდება.

სააგენტოს ცნობით, დამწვარია 5 ჰექტარის ფართობის ტყის მასივი. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ხანძარი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ტერიტორიას გუშინ გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

20 საათზე მეტია, ცეცხლის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა ცდილობს. მათ მოხალისეებიც შეუერთდნენ.

კომენტარები