დღეს, 21 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, მთაწმინდის, საბურთალოს, ნაძალადევის და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის (ნაწილობრივ), მეტეხის აღმართის, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯორბენაძის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, გელათის, არარატის, არმაზის, დუშეთის, ალაზნის, იორის, ცუცქირიძის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსის და ავლაბრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შინდისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის, მესხის, შხეფის, წავკისის და ბოლო აღმართის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, რესპუბლიკის მოედნის, ჭანტურიას, სანაპიროს, მტკვრის და საქანელას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას, ცაგარელის, შმიდტის, გოთუას, კოსტავას, სააკაძის, ოჟიოს და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელ ლისის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისაშვილის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, წერონისის, ჟღენტის, რაჭის, სანავარდოს და ლეჩხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





