ავარია

ნუცუბიძის მე-4 პლატოზე სატვირთო მანქანა ლამპიონს შეეჯახა

ნუცუბიძის მე-4 პლატოზე სატვირთო მანქანა ლამპიონს შეეჯახა.

სატვირთო მანქანის მძღოლი დაშავებულია, მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეჯახების შედეგად გასკდა წყლის მილი, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ტრანსპორტს მართავს.

 

კომენტარები