სოფლის მეურნეობა

ბიუ ბიუ წარმოების გაფართოებაში 1.7 მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

Reuters

ბიუ ბიუს მწარმოებელი კომპანია "ჩირინა" ბიზნესის გაფართოებაში 1.7 მილიონს ჩადებს. ამის შესახებ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ საინვესტიციო შეთანხმებაშია საუბარი.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ჩირინას 183 ათას ლარად გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ სართიჭალაში 1.1 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეთანხების მიხედვით, "ჩირინა" ტერიტორიაზე წარმოების გაფართოების მიზნით 1.7 მილიონ ლარს დახარჯავს.

ჩირინა საქართველოში მეფრინველეობის ხორცპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია საწარმოს სართიჭალაში ფლობს.

"ჩირინა" ბიუ ბიუს ბრენდით ქათმის ხორცპროდუქტებს 2013 წლიდან აწარმოებს. 

კომენტარები