ტერაქტი ბარსელონაში

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

AP

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერორისტული დაჯგუფება განცხადებას საკუთარი ვებ-გვერდით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 წლის დრის უბაქირი, რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა პოლიციამ უკვე დააკავა. ეჭვმიტანილი მაროკოს მოქალაქეა. პოლიცია უბაქირის დაკავებას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.

პოლიცია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 2 პირია დაკავებული, ერთი კი ლიკვიდირებული.

აღსანიშნავია, რომ დრის უბაქირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. წარსულში კი, გარკვეული დრო პატიმრობაშიც აქვს გატარებული, ის 2012 წელს გათავისუფლდა.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის შს მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები