სურსათის ეროვნული სააგენტო

Wendy’s სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული პროდუქციისთვის 500 ლარით დააჯარიმა

facebook.com/pg/WendysGeorgia

სწრაფი კვების ამერიკული რესტორანი Wendy’s ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით დააჯარიმა. 

სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ მათ რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორანი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეამოწმეს და მასში გარკვეული დარღვევებიც გამოავლინეს.

მოქალაქემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეტყობინებით 1 აგვისტოს მიმართა. შეტყობინება ბურგერით მოწამვლის ფაქტს ეხებოდა. 

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და ცხოველთა დაცვის კოდექსის 74-ე მუხლის თანამხმად ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა მოქმედი კანონმდებლობით",- წერია დასკვნაში რომელიც სააგენტომ შეტყობინების ავტორს გაუგზავნა.

კომენტარები