კრიმინალი

შსს: ლილოში სპეცოპერაციის დროს დაკავებული არ დაჭრილა, მან ფეხი დაიზიანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლილოში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული დაიჭრა. შსს-ს განმარტებით, დაკავებულმა გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა ლილოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. მას სსკ-ის 117-ე მუხლის დარღვევაში ედება ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. უწყების განმარტებით, დაკავებულმა 2013 წელს ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა. 

კომენტარები