ხვალ, 17 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტლების და ამაშუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ორბეთის, ნაქალაქევის, წერონისის და სამღერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.





