ბათუმის ხანძრის დროს დაზარალებულ 1 პირს 90%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული

Adjara TV

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ პირს 90%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მათ შორის, დამწვარი აქვს სასუნთქი გზებიც. 

სამედიცინო ცენტრ "მედინას" ინფორმაციით, სადაც ამჟამად დაზარალებულია გადაყვანილი, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ბათუმში გაზგასამართი სადგური იწვის. ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებულები სავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიება დაადგენს, ცეცხლი აფეთქებამ გამოიწვია თუ არა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები