Game of thrones

Game of Thrones-ის მე-6 სერია პრემიერამდე გავრცელდა

HBO

Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის მე-6 სერია სატელევიზიო პრემიერამდე გავრცელდა. ის, შეცდომით HBO Spain-მა ეთერში გაუშვა, ამის შემდეგ კი სერია ინტერნეტ სივრცეში მოხვდა. პრემიერა ორშაბათს, 20 აგვისტოს უნდა შედგეს.

მე-6 სერიის გავრცელების შესახებ ტვიტერზე დაიპოსტა.

HBO-თვის სერიების პრემიერამდე გავრცელება პირველი შემთხვევა არ არის. გუშინ ინდოეთის პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, მე-7 სეზონის მე-4 სერიის პრემიერამდე გავრცელებისთვის.

კომენტარები