ხვალ, 16 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, აჰმედ ჯავადის, მარჯორი უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის და საბურთალოს რაიონები
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და შევარდენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და მუხიანის IVა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამშენებლო დასახლების, მოსკოვის გამზირის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის, სადმელის, ველისციხის, პეტრე ამირანაშვილის, ჩარგლის, სიხარულიძის, გარიყულის და სამოცდამეთექვსმეტე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ტოვსტონოგოვის, ოცდაექვსი მაისის, უზნაძის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, პასტერის, დგებუაძის, სურამის, კონსტიტუციის, კვინიტაძის და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის და ფოთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





